Tuesday, September 1, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
1.აქტუალურია თუ არა დღესაც ქალთა უფლებების დაცვა.
.
 თემატური  კითხვები
1.როგორ შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი დროსთან ერთად.
2.რამდენად არის შემორჩენილი ეს პრობლემა დღეს.
3რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი კაცობრიობის ისტორიაში.
.
შინაარსობრივი კითხვები
1.რა გავლენა იქონია შუშანიკის მოწამეობრივმა სიკვდილმა საზოგადოებაზე.
2როგორია მე-5 საუკუნეში სასულიერო და საერო პირების ურთიერთობები.

Monday, August 31, 2015

სასწავლო პროექტის მიზნები

-ნაწარმოების უკეთ გასაცნობად მოსწავლეები იკვლევენ შუშანიკის წამების ისტორიულ ფონს და მე-5 საუკუნის ეპოქას
-. საკითხებს ნაწარმოებში არსებულ თანამედროვე ცხოვრებასთან აკავშირებენ და ცდილობენ გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემა ქალთა უფლებების , ძალადობასთან ბრძოლის პრევენცია.
-მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეს მოვახდინეთ წინა დღის პრაქტიკული სამუშაოს გამეორება. მოვისმინეთ პროექტის თეორიული კურსის შესახებ ინფორმაცია და პრაქტიკულად შევასრულეთ დაგეგმვა. შევიმუშავეთ მიზნები სტანდარტების მიხედვით.ვიმუშავეთ გეგმის შაბლონის მიხედვით.
ქალთა უფლებები ,,შუშანიკის წამების'' მიხედვით. მოსწავლეებმა გაავლონ პარალელი მე-5 საუკუნის საქართველოში ქალთა მდგომარეობასა და დღეევანდელობასთან.ჩამოაყალიბონ დღეს არსებული პრობლემები და დასახონ გადაჭრის გზები.

Sunday, August 30, 2015

ინტელის ტრენინგი დაიწყო...

გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას,მნიშვნელოვანია პროექტებზე მუშაობა სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.კურსის გავლა ნამდვილად მჭირდებოდა.